ka | en
Company Slogan TODO

MEK-ის ინჰიბირების გზით ჰეპატოციტების მიტოზური აქტიურობისა და პოლიპლოიდიზაციის ხარისხის ცვლილებების შესწავლა ვირთაგვას ქოლესტაზურ ღვიძლში

ავტორი: ეკატერინე ბაკურაძე
თანაავტორები: სალომე კიპაროიძე, კარაპეტ აღაგულიანი, ირინა მოდებაძე, გიორგი ნებიერიძე, დიმიტრი კორძაია, დიანა ძიძიგური
საკვანძო სიტყვები: ღვიძლის უჯრედები, პოლიპლოიდია, ქოლესტაზი.
ანოტაცია:

რეგენერაციის მარეგულირებელი ფაქტორებისა და კასკადური გზების დიდი მრავალფეროვნება მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის სხვადასხვა პათოლოგიის პირობებში აღდგენითი ზრდის ნატიფი მოლეკულური მექანიზმების ესწავლის საქმეში. ცნობილია, მაგალითად, რომ ქოლესტაზის დროს, იცვლება სხვადასხვა პლოიდობის უჯრედების პროცენტული შემცველობა ღვიძლის პარენქიმაში. ჩვენს მიერ სწორედ ქოლესტაზური ღვიძლის მოდელზე ნაჩვენები იქნა, რომ HGF-ის კასკადური გზის დათრგუნვა Met-რეცეპტორის დონეზე პარენქიმული უჯრედების პროლიფერაციული აქტიურობის დაქვეითებას იწვევს, მაგრამ არ ახდენს გავლენას ქოლესტაზური ღვიძლის უჯრედების პოლიპლოიდიზაციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ HGF-ით გაშუალედებული კასკადი MEK-ის დონეზე დამოუკიდებლად შეიძლება გააქტიურდეს MEKK1-ით (TNF და IL1-ის კასკადური გზა), შეიძლება ვიფიქროთ, რომ Met-რეცეპტორის ინჰიბირების შემდეგ მოხდა MEKK1-ის მიერ MEK-ის გააქტიურება და მაღალპლოიდური უჯრედების წარმოქმნა. სამუშაოს მიზანი იყო MEK-ის ინჰიბირების გზით ქოლესტაზურ ღვიძლში უჯრედების მიტოზური აქტიურობისა და პოლიპლოიდიზაციის ხარისხის ცვლილებების შესწავლა. მასალა და მეთოდები: ექსპერიმენტული ცხოველები: ზრდასრული თეთრი ვირთაგვები. ხოლესტაზის მოდელი: საერთო ნაღვლის სადინარის ლიგირება. HGF სასიგნაოლ გზის დასათრგუნად გამოყენებული იყო MEK ინჰიბიტორი (PD98059). ღვიძლის ქსოვილის მიტოზური ინდექსის განსაზღვრას ვახდენდით სინათლის მიკროსკოპის ქვეშ. ღვიძლის უჯრედებში დნმ-ს რაოდენობას ვსაზღვრავდით ქსოვილის ნაცხებზე პროგრამა ImageJ 1.36b. მეშვეობით. შედეგები: MEK-ის ინჰიბირება ქოლესტაზურ ღვიძლში იწვევს ჰეპატოციტების პლოიდობის ცვლილებას. კეძოდ, საკვლევი ჯგუფის ცხოველების ღვიძლის პარენქიმაში აღარ ვლინდება მაღალპლოიდური უჯრედები (4cx2, 8c). ამავე დროს, იზრდება უჯრედების მიტოზური აქტიურობა. დასკვნა: მიღებული შედეგები უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქოლესტაზურ ღვიძლში მაღალპლოიდური უჯრედების აღმოცენება HGF-ით გაშუალედებული 4 სასიგნალო გზიდან MEK/ERK-ის კასკადის აქტივაციით მიიღწევა.


მიმაგრებული ფაილები:

Bakuradze 2017 [en]
ბაკურაძე 2017 [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com