ავტორიზაცია
კავკასიონის ნაოჭა სისტემის ალპური ტიპის კვარცის ძარღვები (საქართველოს ფარგლებში)
ავტორი: ნოდარ ფოფორაძეთანაავტორები: ოლღა სესკურია, ნათია ინანაშვილი
საკვანძო სიტყვები: კვარცი, ალპური ძარღვი, გენერაცია, მთის ბროლი
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია კავკასიონის ნაოჭა სისტემის ქვედა- და შუაიურული ფიქლებრივი ტერიგენული ფორმაციის ალპური ტიპის ძარღვების შემცველი სხვადასხვა გენერაციის კვარცის დახასიათება. ალპური ტიპის კვარცის ძარღვებში სამი მთავარი გენერაციის კვარცი გამოიყოფა. პირველი გენერაციისაა რძისებრ-თეთრი ფერის კვარცი, მეორე გენერაცია წარმოდგენილია წაგრძელებული, ხშირად პარალელური კვარცის კრისტალური აგრეგატებით, ხოლო კვარცის მესამე გენერაცია სხვადასხვა სახის გამჭვირვალე კვარცის დრუზებითა და ჯაგრისებითაა წარმოდგენილი. ალპური ტიპის კვარცის ძარღვები, ძირითადად, დაბალტემპერატურულ პირობებში წარმოიქმნება და გენეტურად ფიქლებრივი ტერიგენული ფორმაციის ქანების მეტაგენეზისთანაა დაკავშირებული. კვარცის ძარღვები, უმეტეს შემთხვევაში, სასარგებლო კომპონენტებისგან სტერილურია. კვარცის აგრეგატების უმეტესობა სხვადასხვა ფორმისა და ზომის გაზურ-თხევად ჩანართებს შეიცავს, რომლებიც კვარცის ძარღვების მახასიათებელებია და განსაზღვრავს მეტამორფიზმის პირობებსაც.
მიმაგრებული ფაილები:
Alpine Type Quartz Veins of the Fold System of the Greater Caucasus (Within Georgia) [ka]კავკასიონის ნაოჭა სისტემის ალპური ტიპის კვარცის ძარღვები (საქართველოს ფარგლებში) [ka]