ka | en
Company Slogan TODO

დაყოვნებული ქცევების მათემატიკური მოდელირება

ავტორი: Nino Archvadze
თანაავტორები: სულხან ცაგარელი, ოთარ თავდიშვილი, მარიკა გვაჯაია
საკვანძო სიტყვები: დაყოვნებული ქცევა, დასწავლა, ალგორითმი, მარკოვის ჯაჭვები
ანოტაცია:

ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა ვირთაგვების საკვებმოპოვებითი ქცევის ანალიზს სტიმულის ადგილმდებარეობის კომპლექსური აღქმის პროცესში და დასწავლის პროცესის მათემატიკურ მოდელირებას: ქცევის ალგორითმულ აღწერას, ოპტიმალური ქცევითი სტრატეგიის შეფასებას დასწავლის მიმდინარეობისას და მარკოვის ჯაჭვების თეორიის შედეგების გამოყენებას ქცევის პროგნოზირებისათვის. საკვებმოპოვებითი ქცევითი ექსპერიმენტი ჩატარდა პირდაპირი დაყოვნებულ რეაქციათა ტესტირების მოდიფიცირებული მეთოდის გამოყენებით. დასწავლის პროცესის რაოდენობრივი აღწერის მიზნით, განისაზღვრა ქცევის ქაოტური და ოპტიმალური ალგორითმები. მიღებული ალგორითმების საფუძველზე ექსპერიმენტის შედეგების პროგნოზირებისათვის გამოვიყენეთ მარკოვის ჯაჭვების თეორია. გაანალიზდა ექსპერიმენტში მიღებული ყველა 5-ციფრიანი ქცევითი ალგორითმი, ასევე თეორიულად დასაშვები ალგორითმის 32 ვარიანტი (25). განისაზღვრა ქცევის ქაოტური და ოპტიმალური ალგორითმების სიხშირეები. დადგინდა, რომ ექსპერიმენტის მსვლელობისას დასწავლის პარალელურად ქაოტურ ქცევით ალგორითმს ოპტიმალური ალგორითმი ანაცვლებს. ქცევითი ალგორითმების მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, მარკოვის ჯაჭვების თეორიის გამოყენებით, შემოთავაზებულია რეკურენტული განტოლება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ექსპერიმენტის პროგნოზირება. შემოთავაზებული მათემატიკური აპარატის მეშვეობით პროგნოზირებულია ერთ-ერთი ექსპერიმენტული დღის n+1-ე სინჯი. თეორიულად გამოთვლილი რეაქციათა შესაძლო ხდომილებების ალბათობები დაემთხვა ექსპერიმენტულ მონაცემებს. მიღებული შედეგები შემოთავაზებული მეთოდის სხვადასხვა ტიპის ქცევითი ექსპერიმენტების პირობებში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.


მიმაგრებული ფაილები:

Mathematical Modelling of Delayed Behavior [en]
დაყოვნებული ქცევების მათემატიკური მოდელირება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com