ka | en
ავტორიზაცია
თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ელექტრონული კატალოგი და ალექსანდრე ჯავახიშვილის “საქართველოს საზოგადო რუკის” გეოინფორმაციული კარტოგრაფირება-ანალიზი
ავტორი: გიორგი გაფრინდაშვილითანაავტორები: დ. ნიკოლაიშვილი, თ. გორდეზიანი, დ. სვანაძე, ლ. ქუთათელაძე, ე. მახარაძე, ა. ბერძენიშვილი, ე. ჩახვაშვილი, ზ. რიკაძე, ხ. თავიდაშვილი, თ. ხუნწელია, ნ. წითელაშვილი, ც. სულაშვილი, დ. დალაქიშვილი
საკვანძო სიტყვები: გეოგრაფია, კარტოგრაფია, GIS, სივრცითი ანალიზი, რუკა
ანოტაცია:
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში დაცული ფონდური მასალების კატალოგიზირება და მათი ანალიზი. პროექტის მთავარი ამოცანები იყო: გეოგრაფიის დეპარტამენტში დაცული კარტოგრაფიული ნაწარმოებების ნუსხის შედგენა, კარტოგრაფიული ნაწარმოებების ნომენკლატურული ბადის შექმნა, ალ. ჯავახიშვილის „საქართველოს საზოგადო რუკის“ (1931-1932 წწ.) რეგისტრაცია-ვექტორიზაცია, სივრცითი ანალიზი, კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა ნუსხის განთავსება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საიტზე, ერთობლივი სტატიის გამოქვეყნება ალ. ჯავახიშვილის „საქართველოს საზოგადო რუკის“ შესახებ და მოხსენების გაკეთება კონფერენციაზე.