ავტორიზაცია
სიმბიო- და საპროტროფული მაკრომიცეტების როლი ეკოსისტემაში (სამეფო სოკოები)
ავტორი: ნანა ბარნაველისაკვანძო სიტყვები: პოლიფილეტიკური, მიკოლოგია, მაკრომიცეტები, ნაყოფსხეული, სიმბიოტური, საპროტროფული
ანოტაცია:
სოკოები არსებობენ ყველანაირ ბიოლოგიურ ნიშაში. მათი როლი დიდია ბიოსფეროსთვის, შლიან რა ორგანულ ნივთიერებებს და მონაწილეობენ ნიადაგის წარმოქმნის პროცესში. სოკოები პოლიფილეტიკური წარმოშობის უძველესი ორგანიზმების ჯგუფია.მეცნიერებას, რომელიც სწავლობს სოკოებს, მიკოლოგია ეწოდება. წარსულში მიკოლოგია ბოტანიკის დარგად ითვლებოდა, დღეისათვის კი ცნობილია, რომ სოკოები გენეტიკურად ცხოველებს უფრო ენათესავებიან, ვიდრე მცენარეებს. მიკოლოგები სოკოებს ყოფენ უმდაბლეს და უმაღლეს სოკოებად. მაკრომიცეტები უმაღლესი სოკოებია, რომლებიც დიდი ზომის ნაყოფსხეულს წარმოქმნიან. სიმბიოტური მაკრომიცეტები უმაღლესი მცენარეების ფესვებთან ქმნიან მიკორიზას. საპროტროფული მაკრომიცეტები მკვდარი ორგანიზმის ორგანულ ნივთიერებებს შლიან. ევოლუციის პროცესში მათ განუვითარდათ სპეციფიკური ფერმენტები, რომლებიც საშუალებას აძლევს საკვებად განსხვავებული სუბსტრატი გამოიყენონ, რის მიხედვითაც საპროტროფული მაკრომიცეტების რამდენიმე ჯგუფს გამოყოფენ: კარბოტროფებს, კოპროტროფებს, მიკოტროფებს, ქსილოტროფებს, ბრიოტროფებს და სხვ.