ka | en
Company Slogan TODO

ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა ცელულოზას ქლორმეთილ- ჩანაცვლებული ტრისფენილკარბამატებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ნათია შაშვიაშვილი
თანაავტორები: რუსუდან კაკავა,მარი-ლუიზა კონჯარია
საკვანძო სიტყვები: ქირალური სელექტორი, ქირალური სულფოქსიდი, მოძრავი ფაზა.
ანოტაცია:

ჩვენ ვსწავლობთ ახლად სინთეზირებული ქირალური სულფოქსიდების დაყოფას ცელულოზას ტრისფენილკარბამატების გამოყენებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. ქირალური სულფოქსიდების და სელექტორების სტრუქტურის სისტემატური ცვლილებით ის ნივთიერებები და სვეტები გამოიყო რომლებიც ხასიათდებიან მაღალი სელექტიურობითა და დაყოფის მაღალი ფაქტორით. ამ პრეზენტაციაში წარმოდგენილია მხოლოდ ქლორ-მეთილ- ჩანაცვლებული ქირალური სელექტორები და მათი ცვლილებით გამოვლენილი კანონზომიერებები. ჩვენს ექსპერიმენტში გამოვიყენეთ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი. საანალიზო ნივთიერებები: ქირალური სულფოქსიდები ქირალური სელექტორები: ცელულოზა-2 და ცელულოზა-4 მოძრავ ფაზები: მეთანოლი, ეთანოლი, იზოპროპანოლი, ჰექსანი და ჰექსან-იზოპროპანოლოის ნარევი სხვადასხვა თანაფარდობით. ქირალური სელექტორის, სულფოქსიდების და მოძრავი ფაზის ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ენანტიოსელექტივობაზე.


მიმაგრებული ფაილები:

Separation of enantiomers of chiral sulfoxides with chloro-methyl-substitued tris-phenylcarbamate of cellulose as chiral selectors in high-performance liquid chromatography [en]
ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა ცელულოზას ქლორმეთილ- ჩანაცვლებული ტრისფენილკარბამატებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com