ავტორიზაცია
ზოგი რამ ღვარცოფების შესახებ
ავტორი: ცეცილია დონაძესაკვანძო სიტყვები: ღვარცოფი, პრევენცია
ანოტაცია:
საერთაშორისო წითელი ჯვრის ინფორმაციით ღვარცოფული ნაკადებისაგან ყოველწლიურად 5000-მდე ადამიანი იღუპება, ხოლო სხვადასხვა სახის დაზიანებას 100 000-მდე ადამიანი იღებს. საქართველოში გაბატონებულია თავსხმა წვიმებით და მათზე თანდართული მნიშვნელოვანი წყალმოვარდნებით გამოწვეული ღვარცოფები; მათი დროსა და სივრცეში განვითარების ინტენსივობა თანდათან იზრდება. რაც განპირობებულია: კლიმატის კონტინენტურობის ზრდით და მისი არიდულად ტრანსფორმაციით, ტენიანობის კოეფიციენტის შემცირებით, მთა-ტყის ზოლის შემცირებით, ზოგადად მცენარეული საფარის შემცირებით, ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების კოეფიციენტის ზრდის და, რაც მთავარია, შინაგანი თუ გარეგანი პროცესების ზეგავლენით, მაღალი სიმტკიცის კლდოვანი ქანების მდგრადობის შესუსტებით. XXს-ის ბოლოს და XXIს-ს დასაწყისში საქართველოში დაფიქსირებულია 2750 ღვარცოფ-ტრანსფორმირებადი მდინარის აუზი. ღვარცოფული საშიშროების ზონაში აღმოჩნდა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 2 მლნ. ჰა. ღვარცოფული პროცესები ემუქრება სარკინიგზო ხაზებს, საავტომობილო გზებს, სხვადასხვა მილსადენებს, მწყობრიდან გამოჰყავს საირიგაციო ობიექტები და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები; დიდ საშიშროებას უქმნის ქალაქებს და დაბებს - თბილისს, თელავს, ყვარელს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, ბორჯომს და სხვ. დასახლებულ პუნქტებს. ქვეყნისადმი ღვარცოფებით ყოველწლიურად მიყენებული ზარალი საშუალოდ 100-120 მლნ დოლარით განისაზღვრება. საქართველოს ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესებით დაზიანების ხასისხის, გააქტიურების რისკის, მოსახლოებისა და მეურნეო ობიექტების საშიშროების კოეფიციენტის მიხედვით, გამოყოფილია 7 რეგიონი. განხილულია საქართველოს და ყაზახეთის გენეტურად მსგავსი გლაციალური ღვარცოფები. განხილულია პრევენციული ღონისძიებებისათვის არსებული ცნობილი მეთოდები. საქართველოში ღვარცოფების წინააღმდეგ საბრძოლველად რეკომენდებულია მათ შორის არსებულთაგან ყველაზე მისაღები.