ka | en
ავტორიზაცია

გრინ-ლინდსეის სამგანზომილებიანი მოდელის გამოკვლევის შესახებ
ავტორი: გია ავალიშვილითანაავტორები: მარიამ ავალიშვილი
საკვანძო სიტყვები: არაკლასიკური თერმოდრეკადობა, საწყის-სასაზღვრო ამოცანა, ამონახსნის არსებობა და ერთადერთობა
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია გრინ-ლინდსეის არაკლასიკური სამგანზომილებიანი მოდელი არაერთგვაროვანი ანიზოტროპული თერმოდრეკადი სხეულებისათვის ორი რელაქსაციის დროით, რომლებიც დამოკიდებულია სივრცით ცვლადზე. მიღებულია გრინ-ლინდსეის მოდელის შესაბამისი საწყის-სასაზღვრო ამოცანის ვარიაციული ფორმულირება. ვარიაციულ ფორმულირებაზე დაყრდნობით განსაზღვრულია საწყის-სასაზღვრო ამოცანის შესაბამისი ვექტორული განაწილებების სივრცეები და სათანადო აპრიორული შეფასებების გამოყენებით დამტკიცებულია ამონახსნის არსებობა და ერთადერთობა, ენერგეტიკული იგივეობა და ამონახსნის უწყვეტად დამოკიდებულება მონაცემებზე.
მიმაგრებული ფაილები:
Gia-Avalishvili-GEO-2017 [ka]Gia-Avalishvili-ENG-2017 [en]