ka | en
ავტორიზაცია
მეტალორგანული ქიმია და ჰომოგენური კატალიზი: მიღწევები და პერსპექტივები
ავტორი: ავთანდილ ქორიძეთანაავტორები: ----
საკვანძო სიტყვები: ფეროცენი, ალკანები, სპირტები, დეჰიდრირება, კატალიზი, წყალბადი, ალკინები, ჰიდროამინირება
ანოტაცია:
ჩვენს ჯგუფში მიღებულმა მეტალოცენებზე დაფუძნებულმა ირიდიუმის პინსერულმა კომპლექსებმა გამოავლინეს შესანიშნავი კატალიზური აქტიურობა ციკლოოქტანის დეჰიდრირებაში. ჩვენ შევისწავლეთ მეორეული სპირტების კატალიზური დეჰიდრირება ირიდიუმის პინსერული კომპლექსებით, რომლის შედეგად წარმოიქმნება H2 და კეტონები. აღმოჩენილია, რომ ფეროცენის წარმოებული ელექტრონო–დეფიციტური ალკენები და ალკინები კატალიზატორის გარეშე რეაგირებენ N–ჰეტეროციკლურ ნაერთებთან (ინდენი, პიროლი) და ამინებთან შესაბამისი მიხაელის ადუქტების და ჰიდროამინირების პროდუქტების წარმოქმნით.
მიმაგრებული ფაილები:
მეტალორგანული ქიმია და ჰომოგენური კატალიზი–მიღწევები და პერსპექტივები [ka]Organometallic Chemistry and Homogeneous Catalysis: Advances and Prospects [en]
მეტალორგანული ქიმია და ჰომოგენური კატალიზი: მიღწევები და პერსპექტივები [ka]