ავტორიზაცია
პ–ამინობენზოისმჟავას ეთილის ესთერის კონდენსაცია D-გლუკოზასთან და D–გალაქტოზასთან
ავტორი: ნელი სიდამონიძეთანაავტორები: რუსუდან ვარდიაშვილი, მაია ნუცუბიძე
საკვანძო სიტყვები: გლუკოზა, გალაქტოზა, ნიტროზო წარმოებული, პ-ამინობენზოის მჟავას ეთილის ესთერი
ანოტაცია:
ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიმართულებით. ამ მხრივ, კი დიდ ყურადღებას იპყრობს ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი ნაერთები. შესწავლილია, რომ NO მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ის მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი, მონაწილეობს იმუნური სისტემის, ნერვული სისტემის, ფუნქციონირებაში, არეგულირებს უჯრედების აპოპტოზსა და პროლიფერაციას. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი N–გლიკოზიდების სინთეზი. საწყის ნივთიერებად აღებულ იქნა გლუკოზის (1) და გალაქტოზის (2) პ–ამინო-ბენზოის მჟავას ეთილის ესთერის კონდენსაციის პროდუქტი – β–N–პ–ამინობენზოის მჟავას ეთილის ესთერის–D–გლუკოპირანოზილამინი (3) და β–N–პ–ამინობენზოის მჟავას ეთილის ესთერის–D–გალაქტოპირანოზილამინი (4). სინთეზირებული ნაერთების ნიტროზირებით ნატრიუმის ნიტრიტით მიღებულ იქნა შესაბამისი ნიტროზოწარმოებულები (5,6). რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.