ka | en
ავტორიზაცია
სასრული ავტომატების ქცევის ზოგიერთი ალგორითმის შესახებ
ავტორი: ტარიელ ხვედელიძესაკვანძო სიტყვები: სასრული ავტომატი, სტაციონარული შემთხვევითი გარემო, ქცევის ალგორითმი, მაწარმოებელი ფუნქცია, ქცევის მიზანშეწონილობა.
ანოტაცია:
ცნობილი სტატისტიკური წესის „ ან m სიგრძის წარმატებათა სერია, ან l სიგრძის წარუმატებლობათა სერია“ საფუძველზე აგებულია სასრული ავტომატების კონსტრუქციები სამი შესაძლებელი რეაქციის მქონე (მოგება, წაგება, ინდიფერენტულობა) შემთხვევით გარემოში. შემთხვევითი ხეტიალის თეორიის მეთოდებით მიღებულია ფორმულები ავტომატების მოქმედების შეცვლის ალბათობის მაწარმოებელი ფუნქციებისათვის. დადგენილია სასრული ავტომატების მიმდევრობების კრებადობა იმავე სტრუქტურის უსასრულო (მდგომარეობათა თვლადი რიცხვით) ავტომატებისაკენ და გამოკვლეულია მათი ქცევის მიზანშეწონილობა.
მიმაგრებული ფაილები:
On some algorithms behavior of finite automata [en]სასრული ავტომატების ქცევის ზოგიერთი ალგორითმის შესახებ [ka]