ka | en
Company Slogan TODO

BST ხის დაბალანსების ალგორითმები

ავტორი: ნიკოლოზ გრძელიძე
თანაავტორები: კობა გელაშვილი
საკვანძო სიტყვები: RBT, Qbalance, DSW
ანოტაცია:

მოხსენება ეთმობა ორობითი ხის დაბალანსების, უკვე არსებულ მეთოდებს და მათ შედარებით ანალიზს. მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება, კვლევის ფარგლებში შემუშავებული, ორობითი ხის დაბალანსების QBalance ალგორითმი, აგრეთვე ალგორითმის მუშაობის ვიზუალიზაცია. ნაჩვენები იქნება განხორციელებული ტესტების შედეგები, როგორც რაოდენობრივ ასევე სტრიქონულ მონაცემებზე, რომელიც წარმოაჩენს QBalance მეთოდს, როგორც გაუმჯობესებულ ალგორითმს, ორობითი ხის დაბალანსებისას. QBalance ალგორითმი იმპლემენტირებულია, პროგრამულ ენაზე C++, კვანძის სტრუქტურა მინიმალისტურია -ამოღებულია მშობელ კვანძზე მიმთითებელი, კვანძის შვილები წარმოდგენილია ორ ელემენტიანი მასივის სახით. რამდენიმე ათეულ მილიონიან მონაცემებზე, ტესტირების პროცესში გამოვლინდა ხის რეკურსიული დესტრუქტორის პრობლემა, რომელიც QBalance ალგორითმში იმპლემენტირებულია სტეკის გამოყენებით.


მიმაგრებული ფაილები:

BST ხის დაბალანსების ალგორითმები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com