ავტორიზაცია
ნიკო ბერუჩაშვილის შეტანილი წვლილი კარტოგრაფიისა და GIS- ის მეცნიერებაში
ავტორი: ნელი ჯამასპაშვილითანაავტორები: ნ.ნ. ბერუჩაშვილი, ლ. ბერუჩაშვილი
საკვანძო სიტყვები: კარტოგრაფია, გის-ი, რუკა, ლანდშაფტი
ანოტაცია:
წარსული XX საუკუნის ბოლო ათწლეული აღინიშნება გეოინფორმაციული ბუმით. ყოველ წელს სრულყოფილი ხდება და ვითარდება გეოგრაფიული ინფორმაციული (გის) სისტემები, ეწყობა მრავალი საერთაშორისო კონფერენციები, გამოიცემა მონოგრაფიების და სტატიების დიდი რაოდენობა. მათ შორის ბევრი პროექტი შესრულებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია გეოინფორმატიკის კათედრაზე, პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. ნაშრომში განიხილება პროფ. ნიკო ბერუჩაშვილის შეტანილი წვლილი კარტოგრაფიისა და გის- ის მეცნიერებაში, სხვადასხვა გეოინფორმაციული პაკეტები. ნ. ბერუჩაშვილი იყო გეოინფორმატიკის დამფუძნებელი თსუ-ში. გეოგრაფიულ გამოკვლევებში პერსონალური კომპიუტერების დანერგვამ (1987წ.) გეოგრაფიული ინფორმაციის კონსტრუქციულ - გამოყენებითი მიმართულება გააძლიერა. საქართველოში გეოინფორმატიკის განვითარება იყოფა 3 ეტაპად და აქვს 30 წლიანი ისტორია.
მიმაგრებული ფაილები:
Niko Beruchashvili Legacy in Cartography and GIS Science [en]ნიკო ბერუჩაშვილის შეტანილი წვლილი კარტოგრაფიისა და GIS- ის მეცნიერებაში [ka]