ka | en
Company Slogan TODO

გამოკვლევები ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის სფეროში

ავტორი: შოთა სამსონია
საკვანძო სიტყვები: ჰეტეროციკლი, ინდოლი, ბენზიმიდაზოლი, ინდოლოინდოლი, სპიროქრომენი
ანოტაცია:

არილჰიდრაზონების მჟავით კატა¬ლი¬ზი¬რებადი ინდოლიზაციის რეაქციის მექანიზმის ზოგიერთი საფეხურის მიმდინარეობაზე ჩამნაც¬ვლე¬ბ¬¬ლების ელექტრონული გავლენის შეს-წავ¬ლის მიზნით ჩატარებულია აცეტოფენონისა (1) და მისი ნაწარმების (2-9) ფენილჰიდ¬რა-ზო¬ნე¬ბის ინდოლიზაციის რეაქ¬ცი¬ა სხვადასხვა მაკონდენსირებელ არეში. ნაჩვენებია, რომ საუ¬კე¬თესო მაკონ¬დენ¬სი¬რე¬ბელ არეს წარმოადგენს პოლი¬ფოს¬ფორ¬მჟავა და მისი ეთილესტერები. კონცენ¬ტ¬რი¬რე¬ბული გოგირდმჟავას ხსნარი ეთანოლში და ძმარმჟავაში, აგრეთვე მშრალი ქლორ¬წყალბადის ხსნარი ეთანოლში იწვევენ სარეაქციო ნარევის სრულ შეფისვას. სინთეზირებულია ახალი ბის-სპირონაერთები ბენზოპიროლოინდოლის ბაზაზე და შესწავლილია მათი ფოტოქრომული თვისებები. მოცემული ნაშრომის მიზანი იყო ადრე სინთეზირებული ბის-სპიროქრომენების ფოტოქრომული თვისებების შედარებითი დახასიათება. კვლევის ობიექტად ჩვეენს მიერ არჩეულია კათედრაზე ადრე სინთეზირებული ფიშერის ფუძის ბის ანალოგი 1,4,5,8-ტეტრაჰიდრო-1,1,8,8-ტეტრამეთილ-2,7-დიმე¬თი¬¬ლენ¬დიპიროლო [1,2,3-d,e:3,2,1-i,j]ბენზო[g]ქინოქსალინი(4), რომლის შემდგომი გარდაქმით განხორციელდა ახალი სპიროქრომენების სინთეზი. შესწავლილია უგის რეაქციაში გამხსნელის გავლენა რეაქციის პროდუქტების გამოსავლიანობასა და სტერეოსელექტიურობაზე. საწყის კომპონენტებად აღებული იქნა L–ალანინი, როგორც მჟავა კომპონენტი, (S)-პ–მეთოქსიფენილეთილამინი, ტრმეთილაცეტ-ალდეჰიდი და მეთილ–2–იზოციანოაცეტატი. გამხსნელებად გამოყენებული იქნა მეთანოლი, 2,2,2–ტრიფტორეთანოლი და დიქლორმეთანი. დადგენილია, რომ რეაქცია სასურველი მიმართულებით მიდის დიქლორმეთანის გამოყენების შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება სტერეოსელექტიურობას, გამხსნელის ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში № FR/154 /6-420/13, მე–4 და მე–5 პერიოდის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული შედეგებია 5(6)–კარბოქსი–2–(1–ადამანტილ)ბენზიმიდაზოლის ახალი წარმოებულების სინთეზი. 2016 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები: 1.doqtorantis granti (marina soselia, ხელმძღვანელი პროფ. შოთა სამსონია), ვადა 6 თვე - „გამოკვლევები ბენზიმიდაზოლების ახალი ნაწარმების სფეროში“. 2.magistrantis granti (boboxiZe lia), „ახალი პოტენციური დნმ-ის ინ¬ტერ¬კა¬ლა¬ტო¬რის - 3,6-დი¬ჰიდ¬რო¬¬პი¬რო¬ლო[3,2:4’5’]ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინის სინთე¬ზი და კვლე¬ვა“. საგრანტო ხელშეკრულება № MR_2016_1_136. ვადა 6 თვე. 3.მაგისტრანტის გრანტი (ტაბატაძე თამარი), „2-(1-ადამანტილ)-1H-ბენზიმიდაზოლ-5(6)-კარბოჰიდრაზიდის ახალი წარმოებულები: სინთეზი და კვლევა“. საგრანტო ხელშეკრულება № MR_2016_1_135. ვადა 6 თვე. 4.ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსი 2016 - „ნაფთალინისა, თიაზოლისა და იმიდაზოლის ბირთვების შემცველი პოტენციური ბიოლოგიური აქტიურობის მქონე პოლიციკლური ნაერთები“. გრანტის ხელმ. ლაბ. გამგე ნიკოლეიშვილი ნინო, თანხა 57000 ლარი. ვადა: 01.12.2016-30.11.2018. 5.ფუნდამეტალური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი №FR/217996/16 -„ადამანტანბენზიმიდაზოლების და იმიდაზო[4,5-e]ბენზოქსაზოლების ახალი წარმოებუ-ლები: სინთეზი და კვლევა.“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ორგანული ქიმია. სამი წელი - 2016-2019, 210000 ლარი. გრანტის ხელმძღვანელი დავით ზურაბიშვილი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com