ka | en
ავტორიზაცია
ნუკლონ-ნუკლონური დრეკადი გაბნევის შესწავლა პოლარიზაციულ ექსპერიმენტებში იულიხის COSY ამაჩქარებელზე
ავტორი: მირიან ტაბიძეთანაავტორები: ზარა ბაღდასარიანი, ანდრო კაჭარავა, ნოდარ ლომიძე, გოგი მაჭარაშვილი, დავით მჭედლიშვილი, მიხეილ ნიორაძე, დავით ჭილაძე
საკვანძო სიტყვები: სპინი, პოლარიზაცია, ნუკლონი
ანოტაცია:
ექსპერიმენტების ჩატარება მოტივირებული იყო იმ ფაქტით, რომ დამცემი პროტონის 1 გევ კინეტიკური ენერგიის ზემოთ მასათა ცენტრის სისტემაში მცირე კუთხებზე ექსპერიმენტული მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობდა, ამ არეში სპინური მახასიათებლების დიდი სიზუსტით ცოდნას კი დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მონაცამების სრულყოფილი ფაზური ანალიზის ჩასატარებლად. ექსპერიმენტები ჩატარდა იულიხის COSY სინქროტრონზე ANKE მაგნიტური სპექტრომეტრის გამოყენებით. ექსპერიმენტების დროს სწრაფი ნაწილაკების დეტექტირება ხდებოდა სპექტრომეტრის წინა დეტექტორული სისტემის, ნელი უკუცემული პროტონებისა კი - სილიკონური ტრეკული ტელესკოპის მიერ.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]Annotation [ka]
ანოტაცია [ka]
სტატია [ka]