ka | en
Company Slogan TODO

ლითოსფერული ფილების გლობალურ ტექტონიკასთან დაკავშირებული რიფტული, სუბდუქციური, კოლიზიური და შიდაფილური თანამედროვე აქტიური ვულკანიზმი

ავტორი: მირიან მაქაძე
საკვანძო სიტყვები: სუბდუქცია, კოლიზია, ამოფრქვევა, ვულკანიზმი, ჰავაი, კრაკატაუ
ანოტაცია:

ლითოსფერული ფილების გლობალური ტექტონიკის თეორია ბოლო ნახევარი საუკუნეა რაც არსებობს და განსხვავებით ადრეარსებული ფიქსისტური გეოტექტონიკური თეორიებისაგან, იგი ყველაზე დამაჯერებლად ხსნის დედამიწის გეოლოგიური აგებულების თავისებურებებსა და სხვადასხვა გეოდინამიურ პროცესებს, მათ შორის ვულკანიზმის მოვლენას, მის გავრცელებას, ხასიათსა თუ სხვა პარამეტრებს. თანამედროვე აქტიური ვულკანიზმი თავიანთი ლოკაიით და გენეზისით დაკავშირებულია ლითოსფერული ფილების რიფტულ, სუბდუქციურ, კოლიზიურ და შიდაფილურ არეებთან. აღნიშნული ტიპის ვულკანიზმი განსხვავდებიან არამარტო თავიანთი პოზიციით ლითოსფერული ფილების ამა თუ იმ უბნებისადმი, არამედ განსხვავდებიან ქიმიზმით, გეოქიმიური და პეტროლოგიური პარამეტრებითა და ვულკანის აქტივობის მაჩვენებლებით. მაგმის განსხვავებული ქიმიური შედგენილობა განსაზღვრავს მის სიბლანტეს, რაც პირდაპირ აისახება ვულკანის ამოფრქვევის ტიპზე, მის სიძლიერეზე და ხასიათზე. დღეისათვის უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, რომლებიც ნათლად ასახავენ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გარემოსადმი და ადამიანებისადმი მიყენებულ კატასტროფულ ზარალს. ასეთია ვულკან კრაკატაუს 1883 წლის კატასტროფული ამოფრქვევა, რომელმაც 36417 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აგრეთვე ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა ჩვ.წ. 79 წელს, რომელმაც მთლიანად გაანადგურა პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბია. მსგავსი მაგალითის მოყვანა მრავლად შეგვიძლია. დედამიწაზე უამრავი აქტიური ვულკანია, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთათვის და საჭიროა მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და ამოფრქვევის სწორი, დროული პროგნოზირება მოსალოდნელი კატასტროფული ზარალის თავიდან ასაცილებლად.


მიმაგრებული ფაილები:

The modern active rift, subduction, collision and intraplate volcanism connected with lithospheric global plate tectonic [en]
ლითოსფერული ფილების გლობალურ ტექტონიკასთან დაკავშირებული რიფტული, სუბდუქციური, კოლიზიური და შიდაფილური თანამედროვე აქტიური ვულკანიზმი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com