ავტორიზაცია
პესტიციდების ზემოქმედება გარემოზე
ავტორი: სალომე ლომიძეთანაავტორები: ბესო კალანდაძე
საკვანძო სიტყვები: პესტიციდები, გარემოს დაცვა, ნიადაგების დაბინძურება
ანოტაცია:
M A პესტიციდების ზემოქმედება გარემოზე 1სალომე ლომიძე ელ.ფოსტა soofioo.lomidze@mail.ru 1გეოგრაფიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 0179 თბილისი, საქართველო სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერალური და ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური საშვალებების არასწორმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად დააბინძურა გარემო, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ნიადაგისა და ატმოსფეროს, მცენარეული და ცხოველური პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მარტო მოწამლისა და მძიმე დაავადებების, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც გამხდარა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ატომური და სითბური ენერგეტიკის და სხცა დარგებში მომხდარმა სამეცნიერო ტექნიკურმა პროგრესმა საგრძნობლად გაზარდა ადამიანის ზემოქმედება ეკოსისტემაზე. ამან გამოიწვია გარემოს დაბინძურება მძიმე ლითონებით, აზოტისა და გოგირდის ოქსიდებით, ნახშირწყალბად წარმოებულებით, პესტიციდებით, აგროქიმიკატებით და სხვა მრავალი ტექნიკური შენაერთებით. თანამედროვე აგრარული მეურნეობა ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასამუშავებელი ინდუსტრიული ტექნოლოგიების ფართო დანერგვით, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ტექნიკური საშვალებების -პესტიციდების ინტენსიურ მოხმარებას. „საშიშ ქიმიურ ნივთიერებებში“ მოიაზრება გარემოს და ადამიანისთვის მავნე ქიმიკატების ორი უმნიშვნელოვანესი ჯგუფი: • მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები. • ოზონდამშლელი ნივთიერებები. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (ქიმიური ნივთიერებები)ფართოდ მოიხმარება სოფლის მეურნეობაში (პესტიციდების სახით), სამშენებლო მასალების წარმოებაში (მაგალითად დდტ). არცერთი მათგანი საქართველოში არ იწარმოება, მაგრამ გარემო და ადამიანები მაინც აქტიურად განიცდიან მათ ზემოქმედებას. ამასთან ერთად, პესტიციდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული პროცესია და ამ მიმართულებით ნებისმიერ ქვეყანაში აწყობილი სისტემის (საკანონმდებლო სივრცე, რეგისტრაცია, ტრანსპორტირება, შენახვა, რეალიზაცია, ნარჩენების გაუნებელყოფა, მომხმარებელთა საგანმანათლებლო დონე, უსაფრთხოების დაცვა და სხვა) აწყობილ პირობებშიც კი ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ძირითადი სიტყვები: პესტიციდები, გარემოს დაცვა, ნიადაგების დაბინძურება
მიმაგრებული ფაილები:
Environmental Impact of Pesticides [en]პესტიციდების ზემოქმედება გარემოზე [ka]