ka | en
Company Slogan TODO

სტიქიური მოვლენები აჭარაში

ავტორი: ლიანა ხანდოლიშვილი
საკვანძო სიტყვები: მეწყერი, ღვარცოფი, ეროზია
ანოტაცია:

სტიქიური მოვლენები აჭარაში ლიანა ხანდოლიშვილი ელ-ფოსტა: Liana.Khandolishvili906@ens.tsu.edu.ge გეოგრაფიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 0179 თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. აჭარაში სტიქიურ-გეოდინამიური პროცესების მასშტაბურ განვითარება- აქტივიზაციას ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადამიანის ზედმეტად ჩარევამ ბუნებაში და ხშირად წინდაუხედავმა საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობამ, განსაკუთრებით მთიან ზონაში, სადაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი გეოეკოლოგიური კრიზისის ზონაშია. აქ ტექნოგენური წნეხის კოეფიციენტი 0,7-0,9 აღწევს, მაშინ, როდესაც ოპტიმალურად ასათვისებელი მიწების უკიდურესად შეზღუდულობის გამო, ანთროპოგენური დატვირთვის დასაშვები ზღვარი 0,4-0,5 კოეფიციენტს არ უნდა აღემატებოდეს. რეგიონში განვითარებული სხვადასხვა სახის საშიში გეოდინამიკური პროცესები: მეწყერები, ეროზია, ღვარცოფები, თოვლის ზვავები და ზღვის ნაპირების გარეცხვა ყოველწლიურად უდიდეს მატერიალურ ზარალს აყენებს რეგიონის მოსახლეობას, სამეურნეო-საინჟინრო ობიექტებს და არც თუ იშვიათად მთავრდება ადამიანთა მსხვერპლით. პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მათგან მიყენებული ზარალი მილიონი ლარით განისაზღვრება. რეგიონში გამოსაყენებელი მიწების უკიდურესი შეზღუდულობის გამო ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს საინჟინრო-გეოდინამიკურად მეტად სარისკო ფართობებზე, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის საშიში გეოდინამიკური პროცესების ინტენსიურ გააქტიურებას და სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწების მნიშვნელოვან შემცირებას. დადგენილია რომ ბოლო სამი-ათეული წლის მანძილზე, სახნავი მიწების ფართობი შემცირდა 3-ჯერ.


მიმაგრებული ფაილები:

Natural disasters in Adjara [en]
სტიქიური მოვლენები აჭარაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com