ka | en
Company Slogan TODO

2-(ბენზილსულფინილ) ბენზამიდის ენანტიოსელექტიური ადსორბცია ცელულოზა ტრის(4-ქლორ-3-მეთილფენილკარბამატზე) და მის საფუძველზე მომზადებულ ქირალურ სტაციონალურ ფაზაზე

ავტორი: თამარ ხატიაშვილი
თანაავტორები: რუსუდან კაკავა, იზა მათარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერი, ენანტიოსპეციფიური, ქირალური სელექტორი, პოლიმერი
ანოტაცია:

ექსპერიმენტი ჩავატარეთ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფის გამოყენებით. ექსპერიმენტის მიზანია ენანტიომერების პრეპარატული დაყოფის სწრაფი, იაფი და ეფექტური მეთოდის დამუშავება. ექსპერიმენტში გამოყენებული ნივთიერებაა 2-(ბენზილსულფინილ) ბენზამიდი. ექსპერიმენტში გამოვიყენეთ 3 ქირალური სელექტორი, ესენია: ცელულოზა ტრის(4-მეთილბენზოატი), ცელულოზა ტრის(4,5-დიმეთილფენილკარბამატი) და ცელულოზა ტრის(4-ქლორ-3-მეთილფენილკარბამატი). გამოვიყენეთ როგორც პოლიმერი, ასევე ადსორბენტი. პოლიმერი არის ქირალური სელექტორი, ხოლო ადსორბენტი არის ფართოფორებიანი სილიკაგელი, რომელზეც დაფენილია ამ პოლიმერის გარკვეული რაოდენობა. მოძრავ ფაზად გამოვიყენეთ აცეტონიტრილი და ნ-ჰექსანი/იზოპროპანოლი-70/30. საუკეთესო შედეგები მივიღეთ როცა გამოვიყენეთ: აცეტონიტრილი, როგორც მოძრავი ფაზა; ცელულოზა-1, როგორც ქირალური სელექტორი და სუფთა პოლიმერი. ასევე აღსანიშნავია რომ 0,5გ პოლიმერის გამოყენების დროს უკეთესი შედეგები მივიღეთ, ვიდრე 0,1-0,3გ-ის გამოყენების დროს. ჩვენი მიზანია: ადსორბციის მექანიზმების დადგენა და ენანტიოსპეციფიური, ანუ ისეთი პროცესის შემუშავება, რომელიც რაცემატის ხსნარიდან მხოლოდ ერთი ენანტიომერის გამოტანის საშუალებას მოგვცემს და მეორე სუფთა სახით დარჩება ხსნარში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com