ავტორიზაცია
საბჭოთა ტოპონიმების ტერიტორიული განაწილების თავისებურებანი: საქართველო
ავტორი: დალი ნიკოლაიშვილისაკვანძო სიტყვები: ტოპონიმები, საქართველო, საბჭოთა პერიოდი
ანოტაცია:
ჩვენს უახლოეს წარსულში, რომელიც საბჭოთა პერიოდის სახელითა ცნობილი, არაერთ ქართულ ტოპონიმს შეეცვალა სახელი და მათ ე.წ. „წითელი ტოპონიმები ჩაენაცვლა. დავიწყებასაც მიეცა მრავალი ძველი ქართული გეოგრაფიული სახელი. მართალია, 1990-იანი წლების შემდგომ მოხდა ზოგიერთი მათგანის "აღდგენა", თუმცა მრავალ ადგილს საქართველოს რუკაზე დღემდე კვლავ საბჭოთა „ნათლობის“ სახელი შემორჩა. კვლევის მიზანია საბჭოთა ტოპონიმიის მასშტაბების დადგენა საქართველოში, მათი ტერიტორიული განაწილების ზოგიერთი გეოგრაფიული თავისე¬ბურ¬ების გამოვლენა. გის-ტექნოლოგიებისა და გეოგრაფიული ანალიზის შედეგად შესრულდა შემდეგი ამოცანები: შედგა საბჭოთა ტოპონიმების ნუსხა მათი სახელდების გარემოებებისა და თარიღების გათვალისწინებით; გამოვლინდა"გასაბჭოების" მასშტაბები საქართველოს ცალკეული მხარეების მი-ხედვით და გამოვლინდა მათი ტერიტორიული განაწილების ზოგიერთი თავი¬სე-ბუ¬რე¬ბა; განხორციელდა საბჭოთა ტოპონიმების სახელდების პერიოდიზაცია; შედგა საქართველოს საბჭოთა ტოპონიმების რუკა.
მიმაგრებული ფაილები:
Peculiarities of Territorial Distribution of Soviet Toponyms: Georgia [ka]საბჭოთა ტოპონიმების ტერიტორიული განაწილების თავისებურებანი: საქართველო [ka]