ka | en
Company Slogan TODO

ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნება, მათი შენარჩუნების პერსპექტივები

ავტორი: ვალერი ქამხაძე
საკვანძო სიტყვები: ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ბიომრავალფეროვნება, საქათველო
ანოტაცია:

ლანდშაფტური მრავალფეროვნება მსოფლიოს ფონზე სუსტადაა შესწავლილი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლანდშაფტური რუკებიც კი არ არსებობს. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით და შესაბამისად მისი მნიშვნელობის თვალსაზრისითაც, ჩვენი ქვეყანა გამორჩეული რეგიონია მსოფლიოში. საქართველო, ლანდშაფტური მრავალფეროვნების ფართობის ერთეულზე (მას ლანდშაფტის სიმჭიდროვესაც უწოდებენ) გაანგარიშებით, მოწინავე პოზიციაზეა არათუ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დედამიწის ხმელეთის ყოველ 90 ათას 〖კმ〗^2-ზე საშუალოდ ლანშაფტის 2 ტიპი მოდის, მაშინ როცა საქართველოში (69,7 ათას კმ-ზე) 22 ტიპია (ნ. ბერუჩაშვილი, 2000) დაფიქსირებული. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ბიომრავალფეროვნება, ანალოგიური მდგომარეობაა ლანდშაფტური მრავალფეროვნების მხრივაც. ცნობილია, რომ მთიანი ტერიტორიები ბუნებრივი პირობების მეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ვიდრე ვაკეები. შესაბამისად, ბარიდან მთის მიმართულებით ადგილი აქვს ლანდშაფტური მრავალფეროვნების ზრდას. ეს განსაკუთრებით ნათელია ვაკიდან მთისწინეთებისა და დაბალიმთების სარტყლამდე, უფრო მაღლა კი (საშუალო მთიდან), პირიქით, ლანდშაფტური მრავალფეროვნება კლებულობს. საერთოდ, რელიეფის დიფერენციაცია და დანაწევრების ხარისხი არსებით გავლენას ახდენს ლანდშფტების მრავალფეროვნებაზე.


მიმაგრებული ფაილები:

Landscape and biological diversity and their keep perspectives [en]
ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნება, მათი შენარჩუნების პერსპექტივები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com