ავტორიზაცია
ხანგრძლივი ინფორმაციული სტრესის გავლენა ვირთაგვებში სხვადასხვა ქცევით და ბიოქიმიურ პარამეტრებზე
ავტორი: გიორგი ბურჯანაძეთანაავტორები: გიორგი ბურჯანაძე, თამარ მათითაიშვილი, თამარ დომიანიძე
საკვანძო სიტყვები: ინფორმაციული სტრესი, სეროტონინი, ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, კორტიკოსტერონი
ანოტაცია:
სტრესი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ აქტიუალურ პრობლემას და სხვადასხვა ტიპის გარეგანი ფაქტორის ზემოქმედება ორგანიზმის ჰომეოსტაზსა და დეპრესიული ქცევების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ზემოქმედება ხშირად უარყოფითად აისახება ცოცხალ სისტემაზე. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა დაგვედგინა ფსიქოგენური ბუნების მქონდე სტრეს-ფაქტორების გავლენა ვირთაგვას ემოციურ დონესა და პირველად მესენჯერულ სისტემაზე. სტრესული პირობების შესაქმნელად გამოვიყენეთ აქტიური განრიდების ტესტის მოდიფიცირებული მეთოდი, რაც გულისხმობდა ორი, წინასწარ გამომუშავებული რეაქციის ტესტირებას ერთი ექსპერიმენტის პირობებში, რაც საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა ცხოველებისათვის. ამასთან, საცდელ ინდივიდებში შეინიშნებოდა კვლევითი და მოძრაობითი აქტივობების შემცირება, მაშინ როცა შიშისა და შფოთის მაჩვენებელი პარამეტრების გაიზარდა. სტატისტიკურად სარწმუნო შედეგები იქნა ნანახი თავის ტვინის სხვადასხვა უბანში ნეიროტრანსმიტერების (ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, სეროტონინი) რაოდენობრივი ცვლილების შესწავლისას, რამაც დაადასტურა ქრონიკული სტრესის ფორმირება, რაც თვალნათლივ გამოჩნდა სისხლის პლაზმაში კორტიკოსტერონის რაოდენობრივი შემცირებით, მაშინ როცა თავის ტვინში სეროტონინის რაოდენობა სარწმუნოდ გაიზარდა. წარმოდგენილმა კვლევამ აჩვენა ინფორმაციული სტრესის გავლენა ქრონიკული სტრესის ფორმირებაზე, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევების ჩამოყალიბებასთან, ასევე უჯრედული მეტაბოლიზმის ცვლილებასა და შეუძლია მოახდინოს რიგი მენტალური დარღვევების პროვოცირება.