ka | en
ავტორიზაცია

იონიზაციის პროცესის გამოკვლევა ელექტრონების H2O და CH4 მოლეკულებთან დაჯახებისას
ავტორი: გიორგი თაყაძეთანაავტორები: მალხაზ გოჩიტაშვილი, რამაზ ლომსაძე, დავით ქუფარაშვილი
საკვანძო სიტყვები: მოლეკულა, იონიზაცია, დისოციაცია
ანოტაცია:
მოცემულ სამუშაოში ელექტრონების წყლისა და მეთანის მოლეკულებთან დაჯახებისასას შესწავლილია დისოციაციური იონიზაციის პროცესი. კვლევა ჩატარებულია ელექტრონების ენერგიის 25-115 ევ ინტერვალში. მოლეკულური ფრაგმენტებისათვის, ელექტრონების ენერგიის სხვადასხვა მნიშვნელობისათვის, მიღებულია მას-სპექტრები. გაზომვები ჩატარებულია კვადრუპოლურ მასს-სპექტრომეტრზე. CH4 მოლეკულისათვის, პირდაპირი იონიზაციის პროცესში, შესწავლილია მეთანის მოლეკულური იონის ფრაგმენტის წარმოქმნის სრული კვეთის ელექტრონების ენერგიაზე დამოკიდებულება
მიმაგრებული ფაილები:
იონიზაციის პროცესის გამოკვლევა ელექტრონების და მოლეკულებთან დაჯახებისას [ka]