ka | en
Company Slogan TODO

ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის პროექტები IceCube და KM3NeT.

ავტორი: რევაზ შანიძე
საკვანძო სიტყვები: ნეიტრინო, ასტრონაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ნეიტრინული ტელესკოპი, IceCube, KM3NeT
ანოტაცია:

ნეიტრინოები, მათი უნიკალური თვისებების გამო, განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ასტრონაწილაკების ფიზიკაში. მათ ისეთი ასტროფიზიკური ობიექტებიდან შეუძლიათ ჩვენამდე მოღწევა, რომლებიც სხვა ნაწილაკებისა თუ გამოსხივებისთვის გაუმჭირვალეა. ნეიტრინოების წრფივ გავრცელებას შორეული ასტროფიზიკური წყაროებისგან, მაღალი ენერგიების ფოტონებისგან განსხვავებით, ვერც კოსმოსის ფონური მიკროტალღური გამოსხივება ახშობს. შესაბამისად მაღალი ენერგიების ნეიტრინოების დაკვირვება კოსმოსური სხივების წყაროების და ბნელი (უხილავი) მატერის შესწავლის საშუალებას გვაძლევს. მეორეს მხრივ, იმავე თვისებებიდან გამომდინარე, ნეიტრინოების დაკვირვებას უზარმაზარი დეტექტორი სჭირდება. პირველი ასეთი დეტექტორი - IceCube, განლაგებულია სამხრეთ პოლუსზე, ამუნდსენ-სკოტის პოლარულ სადგურთან. ამ დეტექტოროს საშუალებით 2013 წელს პირველად გახდა შესაძლენელი მაღალი ენერგიების კოსმოსური ნეიტრინოების დაკვირვება. ასეთივე ტიპის დეტექტორი, ევროპული KM3NeT პროექტის ფარგლებში, ამჟამად შენდება ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე. IceCube და KM3NeT პროექტებში ასტროფიზიკურ კვლევებთან ერთად გათვალისწინებულია ნეიტრინოს თვისებების, კერძოდ კი ნეიტრინული ოსცილაციების და ნეიტრინოების მასების ჰიერარქიის შესწავლა.


მიმაგრებული ფაილები:

ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის პროექტები IceCube და KM3NeT [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com