ავტორიზაცია
ნივთიერების მაგნიტური თვისებები - დიამაგნეტიზმი და პარამაგნეტიზმი
ავტორი: თორნიკე ჭაბუკიანისაკვანძო სიტყვები: მაგნეტიზმი, დიამაგნეტიზმი, პარამაგნეტიზმი, ნივთიერება
ანოტაცია:
ცნობილია, რომ ბუნებაში ყველა ნივთიერება მაგნიტურად აქტიურია.ეს ნიშნავს, რომ მაგნიტური ველის მოქმედებით ნივთიერებებში ჩნდება არანულოვანი დამაგნიტება. მოცემულ სემინარში განხილული იქნება დიამაგნიტური და პარამაგნიტური ნივთიერებები. დიამაგნეტიკებში დამაგნიტების ვექტორი მაგნიტური ველის საწინააღმდეგოდაა მიმართული და მაგნიტური ამთვისებლობა უარყოფითია. პარამაგნეტიკებში დამაგნიტების ვექტორი მაგნიტური ველის პარალელურია და მაგნიტური ამთვისებლობა დადებითია. მაგნიტური ველის მოდების გარეშე, დიამაგნეტიკის და პარამაგნეტიკის ჯამური დამაგნიტება ნულის ტოლია და დამაგნიტება მაგნიტური ველის პროპორციულად იზრდება. ამ ნივთიერებების მაგნიტური თვისებები განხილული იქნება როგორც, კალსიკური, ისე კვანტურ მექანიკური თვალსაზრისით. ასევე განხილული იქნება დამაგნიტების გაზომვის ექსპერიმენტული მეთოდი ვიბრაციული მაგნიტომეტრის გამოყენებით.
მიმაგრებული ფაილები:
ნივთიერებების მაგნიტური თვისებები - დიამაგნეტიზმი და პარამაგნეტიზმი [ka]